მთავარი შენობა, რომელშიც კაჰულის მუზეუმია განთავსებული, წარმოადგენს ქალაქ კაჰულის ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლს

მთავარი შენობა, რომელშიც კაჰულის მუზეუმია განთავსებული, წარმოადგენს ქალაქ კაჰულის ერთ-ერთ მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც შემონახულია XIX საუკუნის შუა პერიოდიდან. როგორც მკვლევარი გ. სიონი თავის „სამხრეთ ბესარაბიას მოგზაურობების მოგონებებში“ წერს შენობა აშენდა XIX საუკუნის 50-იან წლებში და წარმოადგენდა ადგილობრივი ადმინისტრაციის შტაბს. მკვლევარი დეტალურად აღწერს შენობას და ახლომდებარე პარკსა და ეკლესიას. 

ამ წლებში შენობის ისტორია დაკავშირებულია მოლდოვისა და მოგვიანებით რუმინეთის სამთავროს ისტორიასა და კულტურაში ყველაზე ბრწყინვალე პიროვნებების სახელებთან, როგორბიცაა: ბოგდან პეტრიჩეიკუ ჰასდდეუ, ალექსანდრუ იოან კუზა, თეოდორ სერბანესკუ, დუმიტრუ კრაჩიუნესკუ, მიჰაილ სადოვეანუ, ვასილე კონტა, მიჰაილ კოგლანიჩეანუ, მეფე ფერდინანდ I და სხვ.

შენობას სხვადასხვა წლებში სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა:

1857 - ადმინისტრაციული სასახლე

1913 - 1914 - ვაჟთა უმაღლესი სასწავლებელი

1918 - 1944 -კაჰულის ოლქის სასამართლო, კაჰულის მერია, სახანძრო და ხსვა ადმინისტრაციული მომსახურებები

1944 წელს, ტერიტორიის ანექსიის შემდეგ, შენობაში დაფუძნდა საბჭოთა ჯარების სასაზღვრო სარდლობა.

1960 წლიდან დღემდე, შენობა წარმოადგენს კაჰულის მუზეუმს. 

მუზეუმის ფონდში ინახება ცეცხლსასროლი იარაღების მდიდარი კოლექცია, არქეოლოგიური და ნუმიზმატიკის ნიმუშები, ძველი წიგნები. მთავარი ადგილი უკავია ეთნოგრაფიულ კუთხეს, რომელიც აერთიანებს ეროვნული ტანსაცმლის ელემენტებს, სახლის ტექსტილის ინდუსტრიას, დეკორატიულ ხელოვნებასა თუ საყოფაცხოვრებო ნივთებს. 

1940 წელს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად შენობის მე-2 სართული სრულიად განადგურდა და აღარ აღდგენილა.

ფოტოგალერეა