მოლდოვა

მოლდოვას რესპუბლიკა გახლავთ ტრადიციების, ფოლკლორული ცეკვების, ზღაპრული პეიზაჟებისა და კარგი ადამიანების ქვეყანა

ამ სიტყვებით არის შესაძლებელი აღიწეროს  ეს პატარა სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთით, რუმინეთსა და უკრაინას შორის. მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვა ტერიტორიულად პატარა სახელმწიფოს წარმოადგენს, მას გააჩნია დიდი ტურისტული პოტენციალი, რომელიც წარმოდგენილია ბუნებრივი პეიზაჟების არაჩვეულებრივი მრავალფეროვნებითა და გეოლოგიური ძეგლების უნიკალურობით. ასეთივე ძვირფასი პეიზაჟებია წარმოდგენილი მდინარე პრუტის გასწვრივ. ეს ბუნებრივი, ხელუხლებელი და ენიგმატური პეიზაჟები წარმოადგენენ ისტორიულ ადგილებს, რომლებიც  უძველესი ისტორიით სუნთქავენ

ღვინის ტურიზმი აგრეთვე მნიშვნელოვანი კომპონენტია მოლდოვას რესპუბლიკისთვის. საუკუნეების განმავლობაში, მოლდოვაში ვითარდებოდა ვაზის მევენახეობის და მეღვინეობის მდიდარი ტრადიციები. მათი  ხარისხი საერთაშორისო ბაზარზე კარგი რეპუტაციით არის აღიარებული. როგორც მეღვინეობის ქვეყანა, მოლდოვას რესპუბლიკა გთავაზობთ შესაძლებლობას აირჩიოთ სასურველი ღვინის მარშრუტები, როგორებიცაა ღვინის სარდაფები თუ მიწისქვეშა ქალაქები, ღვინის მაღაზიები, ღვინის გადამამუშავებელი პირველადი საწარმოები, ღვინის მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ შუშხუნა ღვინოებს, ადგილობრივ კონიაკებსა თუ ბალზამებს. 

მოლდოვას რესპუბლიკას შენარჩუნებული აქვს ულამაზესი წეს-ჩვეულებები ისევე, როგორც უგემრიელესი ადგილობრივი სამზარეულო. აქ, თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ ფოლკლორული ფესტივალებით, კაჰულის ჰორას ტრადიციული ცეკვებით (რომელშიც მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია) და მოლდოვას ტრადიციული და სპეციფიური ხელნაკეთებით. ჩვენ ადგილობრივ მოსახლედ მიგვაჩნია ყველა ის ადამიანი, ვინც ამ პატარა ქვეყანაში სტუმართმოყვარეობის სულს ქმნის.