კაჰულის წმინდა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძარი აშენებულ იქნა 1850 წელს პატარა ხის ეკლესიის ნაცვლად, რომელიც ააგეს 1785 წელს

კაჰულის წმინდა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძარი აშენებულ იქნა 1850 წელს პატარა ხის ეკლესიის ნაცვლად, რომელიც ბესარაბიას სამხედრო მმართველის პაველ ფიოდოროვის ინიციატივით ააგეს 1785 წელს. დაარსებიდან დღემდე ეკლესიის შენობა წარმოადგენს ქალაქ კაჰულის კომპოზიციურ ცენტრს. საბჭოთა პერიოდში, როდესაც მძვინვარება აგრესიული ათეისტური პროპაგანდა, ეკლესია იქნა დახურული და დაექვემდებარა ნელ დეგრადაციას. 

1962 წლიდან 1989 წლებში ეკლესია უფუნქციო იყო. მოუხედევად მძიმე პერიოდისა, მოხერხდა შენობის გადარჩენა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის კაჰულის ოლქის მუზეუმის ადმინისტრაციას, რომლებიც სთხოვდნენ იმ პერიოდის მაღალჩინოსნებს შენობის, როგორც XIX საუკუნის არქიტექტურული ძეგლის, შენარჩუნებას. 1970-1977 წლებში ეკლესიაში ფუნქციონირებდა მუზეუმის სამხატვრო გალერეა.  

1989 წელს ეკლესიას დაუბრუნდა თავისი ფუნქცია და შენობაც იქნა რეაბილიტირებული. ამჟამადწმინდა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის  ტაძარი წარმოადგენს მოლდოვის მიტროპოლიტისა და კაჰულის საეპისკოპოსოს ნაწილს.

ფოტოგალერეა