ქალაქ კაჰულის „ბოგდან პეტრიჩეიკუ ჰაშდეუს“ სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახლავთ ქალაქის უმაღლესი განათლების ცენტრი

ქალაქ კაჰულის „ბოგდან პეტრიჩეიკუ ჰაშდეუს“ სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახლავთ ქალაქის  უმაღლესი განათლების ცენტრი. უნივერსიტეტი აშენდა XX საუკუნის 50-იან წლებში. თავდაპირველად იგი წარმოადგენდა ადმინისტრაციულ შენობას, ხოლო მოგვიანებით გადაიქცა კაჰულის პედაგოგიურ სკოლად. 1992 წელს იგი საჯარო სკოლა გახდა, ხოლო 1994 წელს აქ დაარსდა კაჰულის პედაგოგიისა და ხელოვნების კოლეჯი. 

1999 წლის 7 ივნისიდან იგი ფუნქციონირებს, როგორც ქალაქ კაჰულის „ბოგდან პეტრიჩეიკუ ჰაშდეუს“ სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტს გააჩნია სამი ფაკულტეტი: ფილოლოგიისა და ისტორიის ფაკულტეტი, საჯარო მართვისა და სამართლის ფაკულტეტი და კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის ფაკულტეტი.

მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტს გააჩნია მოკლე ისტორია, მას აქვს ძალიან კარგი მიღწევები როგორც სამეცნიერეო კვლევების სფეროში, აგრეთვე საგანმანათლებო ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებაში. 

„ბოგდან პეტრიჩეიკუ ჰაშდეუს“ სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების წარმატებას განაპირობებს მისი ახლო თანამშრომლობა ისეთ სხვა 

უნივერსიტეტებთან, როგორებიცაა „ქვემო დუნაის“ ევრორეგიონის უნივერსიტეტი და რუმინეთის ქალაქ გალათის „Dunarea de jos“ უნივერსიტეტი.

ფოტოგალერეა