“თეთრი წყლის შროშანი”-ი გახლავთ მოლდოვის რესპუბლიკის გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი სპა-კურორტი.
1960 წელს ამ ადგილებში ჟანგბადის სიუხვესთან ერთად, აღმოჩენილი იქნა გოგირდოვანი მარილების, იოდის, ბრომის, ქლორის, ნატრიუმისა და კალციუმის ქლორიდის შემცველი მინერალური წყლები. 1980 წელს ქალაქ კაჰულმა მიიღო სპა ქალაქის სტატუსი და 1986 წელს დაიწყო ფუნქციონირება სანატორიუმმა "თეთრი წყლის შროშანი"-მა, რომელსაც გააჩნია 500 ნომერი და წელიწადში ემსახურება 5 000 მეტ ტურისტს.
სანატორიუმს გააჩნია პირდაპირი კავშირი ქალაქის ცენტრთან, იგი მდებარეობს მშვიდ გარემოში, დაცულია ქალაქის აგლომერაციისგან. აქ შეგიძლიათ შეიგრძნოთ ჭარბი ჟანგბადი, ზომიერი კლიმატი და მდინარე პრუტიდან მომავალი სუფთა და იონიზირებული ჰაერი.
სანატორიუმი "თეთრი წყლის შროშანი"-ი მდებარეობს ქალაქ კაჰულის თვალწარმტაც რეგიონში მდინარე ფრუმოასას სანაპიროზე.
აქ თქვენ შეხვდებით ტურისტებს რუმინეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელორუსიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ჩამოდიან გაჯანსაღების მიზნით.