კიშინიოვის ცენტრში მდებარე საორღანო დარბაზის ულამაზესი შენობა წარმოადგენს მოლდოვის კულტურისა და ხელვნების უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას, რომლის საქმიანობასაც გადამწყვეტი როლი უჭირავს დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში. რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გამო (ფესტივალები, კონკურსები) მისი ფუნქცია სცდება ერვნულ საზღვრებს.
საორღანო დარბაზი, რომელიც აგებულ იქნა XIX-XX საუკუნეებში, შთამბეჭდავია თავისი მონუმენტური ფორმებით, რომლებიც ძირითადად კლასიკურ სტილშია შესრულებული და შეიცავს რომანტიკული ხელოვნების გარკვეულ ნაწილებსაც.
1974 წლამდე შენობაში განთავსებული იყო ეროვნული ბანკი. 1975-1978 წლებში შენობა განაახლეს საუკეთესო მასალების გამოყენებით. ორღანი, რომელიც დამონტაჟდა შენობაში, შექმნილი იყო ჩეხური კომპანია „Rieger-Kloss“-ის მიერ, რომელსაც ინსტრუმენტების დამზადებს უმდიდრესი ტრადიცია გააჩნია. ორღანი საშუალო ზომისაა, მოიცავს 41 რეგისტრის 4000 მილს, რომელთა ზომებიც 15 სმ-დან 5 მეტრამდე მერყეობს. ორღანი პირველად აჟღერდა 1978 წლის 15 სექტემბერს ინაუგურაციისადმი მიძღვნილი კონცერტის დროს.
საორღანო დარბაზში ყოველწლიურად იმართება უამრავი კონცერტი, ფესტივალი თუ გამოფენა. მათ შორის ყველაზე აღსანიშნავებია: საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „Martisor“-ი, ბახის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „პიანისტთა ღამე“, ეროვნული კონკურსი „ა. ლიჩინსკი“ და სხვა მრავალი ინსტრუმენტალური და ვოკალური კონკურსები.
მაყურებელთა შორის არის უამრავი ტურისტი, რომლებიც მოდიან ამ ულამაზესი შენობის სანახავად და ორღანის მოსასმენად.
უმეტესობა შემსრულებლებისა, რომლებსაც ჰქონდათ საშუალება ემუშავათ ამ დარბაზში, აღნიშნავენ, რომ კიშინიოვის საორღანო დარბაზი არის ევროპის მასშტაბის ერთ-ერთი ულამაზესი საკონცერტო დარბაზი.