2012 წლის 18 მაისი ქობულეთის მუზეუმის დაბადების დღეა. მუზეუმი ისტორიულია. აქ წარმოდგენილია არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული ექსპოზიციები, ფლორა-ფაუნის ნიმუშები, ხელნაწერები და შუასაუკუნეების ხელოვნება, სოც-რეალიზმი, მონეტები, ფოტოები, ბიბლიოგრაფიული წიგნები და სხვა. სულ 6500-ზე მეტი სამუზეუმო ექსპონატი.
მუზეუმი ხშირად მასპინძლობს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ სტუმრებს, ქობულეთის დამეგობრებული ქალაქებისა და სხვა დელეგაციებს ისევე როგორც რიგით ვიზიტორებს, მონაწილეობს კულტურულ ღონისძიებებში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ადგილობრივი კულტურის, ეთნოგრაფიის, ტრადიციების უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციაში.
მუზეუმს გააჩნია კინო დოკუმენტალისტიკისა და საკონფერენციო დარბაზი.