ღვინის აკვანი, გასტრონომია, ისტორია
საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს დასახლებულ ტერიტორიას მსოფლიოში. წარმოუდგენელია რამდენიმე სიტყვით აღიწეროს მისი კულტურა თუ ისტორია. იგი უძველესი ქვეყანაა თავისი უნიკალური დამწერლობით, რომელიც შეტანილია UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.
საქართველოში თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ უძველესი დასახლებები, რომლებიც ათასწლეულებს მოითვლიან. აქ თქვენშეგიძლიათ იხილოთ ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური აღმოჩენები, მეღვინეობის კულტურის არსებობის მტკიცებულებები, რომლებიც დაახლოებით 8 000 წლისაა, სხვადასხვა ისტორიული პერიოდის სამკაულები, ხატები თუ საბრძოლო იარაღები.
ქართული ეროვნული ცეკვები და ტრადიციული მრავალხმიანობა მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის უნიკალიური ნაწილია.
საქართველოს არქიტექტურა გამოირჩევა მარვალფეროვნებით, შუასაუკუნეების სტილისა და მავრიტანული თუ არტ ნუვოს სტილის ფასადების უცნაური კომბინაციებით. აქვე შეხვდებით საბჭოურ მოზაიკებსა თუ საცხოვრებელ სახლებს, ისევე როგორც 21-ე საუკუნის ულტრათანამედროვე შენობებს.
ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, შესაძლებლობას იძლევა ისიამოვნოთ წელიწადის ოთხივე სეზონით, შავი ზღვის ულამაზესი სანაპიროებით თუ სამთო-სათხილამურო თავგადასავლებით.
გაიგეთ მეტი საქართველოს მრავალფეროვნებაზე:
ამ ულამაზესი ქვეყნის საუკეთესო ტურები და ტურისტული ობიექტები