პრეჩისტას ტაძარი იგივე „ღმერთების ტაძარი“, როგორც მას მირონ კოსტინი უწოდებდა, აშენდა ვაჭარი თეოდორის მიერ აგებული ეკლესიის ადგილას. ტაძარი დაარსდა ვასილ ლუპუს მმართველობის პერიოდში ქალაქ ბრაილას მოვაჭრის კომანის შვილების დიას და სერბუს და აგრეთვე გალათის მოვაჭრე თეოდორის მიერ. იგი კურთხეულ იქნა 1647 წელს მარიამ ღვთისმშობლის მიძინების ტაძრად და მიძღვნილ იქნა ათენის მთის ვატოპედის მონასტრისადმი.
ტაძრის მშენებლობისთვის გამოყენებულ იქნა ბარბოშის ქვა, კუვურლუიულუის ტყეების ხე, აგური და ცაცხვის ხე, ქვიშა დუნაის პლიაჟებიდან. ტაძარი მოპირკეთებულია პრიალა ქვებით, მას აქვს სამი კოშკი, რომელთა წვერზეც აღმართულია ოქროს ჯვრები და კოშკების შიგნით არის უზარმაზარი სამრეკლო.
პრეჩისტას ტაძარი დაიწვა 1711 წლების ოსმალთა შემოსევებისას, იგი 1735-1739 და 1769-1774 რუსეთ-ოსმალეთ-ავსტრიის ომის დროს დაანგრიეს.
1821 წელს ტაძარი აღადგინეს, თუმცა 1940 წლის ძლიერი მიწისძვრის შედეგად შენობა დაზიანდა.
1952 წელს ქვედა დუნაის მოძღვარმა ითხოვა ტაძრის რეაბილიტაცია და მისი თხოვნა დააკმაყოფილეს. რეაბილიტაციის შემდგომ 1953-1957 წლებში ტაძარი ფუნქციონირებდა როგორც მუზეუმი.
1991-1994 წელს მან დაიწყო ფუნქციონირება როგორც მართლმადიდებლური ეკლესია.
ამჟამად ტაძრიდან შემორჩენილია მხოლოდ კედლები და კოშკის ნანგრევები.