რუმინეთი

ბუნებრივი და კულტურული

ავთენტური, ბუნებრივი და კულტურული ეს არის სიტყვები, რომლებიც საუკეთესოდ აღწერენ რუმინეთს, დინამიურ ქვეყანას, მდიდარს ისტორიით, ხელოვნებითა და სილამაზით

ავთენტური, ბუნებრივი და კულტურული ეს არის სიტყვები, რომლებიც საუკეთესოდ აღწერენ რუმინეთს, დინამიურ ქვეყანას, მდიდარს ისტორიით, ხელოვნებითა და სილამაზით.

აღნიშნული ვებგვერდის მიზანი გახლავთ დაეხმაროს იმ მოგზაურებს, რომლებიც გეგმავენ შეიცნონ ევროპის ერთ-ერთ ულამაზესი ქვეყანა რუმინეთი.

რუმინეთი გთავაზობთ უამრავ სამოგზაურო თავგადასავალს.

მანქანით თუ მატარებლით სამი-ოთხი საათის სავალზე დუნაის სანაპიროებიდან  თქვენ მიადგებით შუასაუკუნების ქალაქს; რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტიდან შეგიძლიათ იმოგზაუროთ შავი ზღვის სანაპიროზე; ჩრდილოტრანსილვანიიდან ისტორიულ რეგიონს ბუკოვინასა და მარამურეს მოინახულებთ. 

თქვენ წარსულ დროში იმოგზაურებთ, როდესაც ეწვევით ბუკოვინას მოხატულ უნიკალურ მონასტერს, რომელიც მდებარეობს სიგისოარას ულამაზეს ბორცვზე, იგივე გრძნობა დაგეუფლება, როდესაც მოინახულებთ ავთენტურ, მრავალსაუკუნოვან სოფელ მარამურეს.

იმოგზაურეთ რუმინეთში, აღმოაჩინეთ მისი უამრავი არქიტექტურული საგანძური!