XX საუკუნის დასაწყისში საპორტო ქალაქ გალათის მერია და ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც მხარდაჭერილნი იყვნენ ცნობილი ადამიანებისა თუ ინსტიტუციების მიერ, აშენებდნენ საზოგადოებრივ შენობებს. ამრიგად შეიქმნა საეპისკოპოსო სასახლე, ადმინისტრაციული სასახლე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა 1912 წელს ისუტიციის სასახლის მშენებლობას.
დუნაის სანაპიროზე მდებარა ქალაქ გალათში არ არსებობდა შენობა, რომელიც ნავიგაციას გაუწევდა რუმინეთის მდინარეებში შემოსულ გემებს, ამიტომ გადაწყდა აეშენებინათ სანავიგაციო სასახლე. იონ მინკუს მოწაფე, არქიტექტორი პეტრე ანტონესკუ, პასუხისმგებელი გახლდათ შეემუშავებინა ნავიგაციის სასახლის დაგეგმარება და შემდგომ მისი მშენებლობის ზედამხედველობა. ახალგაზრდა არქიტექტორს ამ დროისთვის უკვე შექმნილი ჰქონდა „წმინდა ნიკოლოზის“ ტაძრის დიზაინი (1906-1917) ისევე, როგორც ბუქარესტის მერიის შენობა (1906-1910).
სახელმწიფო ნავიგაციის მომსახურება დაიწყო 1890 წლიდან 1901 წლამდე, რის შემდეგადაც იგი გადაეცა საზოგადოებრივი სამუშაოების სამინისტროს თავისი საკუთრებიანად, როგორებიცაა: 19 სამგზავრო გემი, 23 სატვირთო მანქანა, სატვირთო ხომალდები, 12 ტანკერი და ა.შ.
2004 წლიდან შენობა შევიდა გალათის ისტორიული ძეგლების სიაში გალათის სამდინარო სადგურის სახელწოდებით. მისი პოზიციაა 167, კოდი GL-II-mB-03064, მისამართი პორტულუის ქუჩა #34 და მისი მშენებლობის თარიღია 1912 წელი.