„ჰორტენზია პაპადატ ბენგესკუს“ სახელობის სახლი, რომელიც თავდაპირველად საქვეითო დანაყოფის 6 კომპანიის სათაო ოფისს წარმოადგენდა, აშენდა 1872-1874 წლებში

„ჰორტენზია პაპადატ ბენგესკუს“  სახელობის სახლი ტეკუჩის მუნიციპალიტეტში მდებარეობდა და თავდაპირველად საქვეითო დანაყოფის 6 კომპანიის სათაო ოფისს წარმოადგენდა. იგი აშენდა 1872-1874 წლებში.

ჰორტენზია პაპადატ ბენგესკუ დაიბადა ივეშტში, იმ სახლში, რომელიც ახლა მის სახელს ატარებს. მან ამ სახლში ოჯახთან ერთად 2 წელიწადნახევარი იცხოვრა, რის შემდეგაც ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ტეკუჩის მუნიციპალიტეტში. 

1922-1923 წლებში ივეშტიში დაიწყო სამხედრო გარნიზონების სათაო ოფისების პირველი კაპიტალური შეკეთება. 1938-1939 განხორციელდა მათი შეკეთების მეორე ეტაპი, რა დროსაც მოხდა ძველი თაბაშირის ახალი თაბაშირით შეცვლა, მოხდა სახურავის ცვლილებაც ახალი კერამიკული ფილებით. სარემონტო ხარჯები აანაზღაურა ომის სამინისტრომ.

ივეშტის უკანასკნელი სამხედრო ქვედანაყოფის გაუქმების შემდეგ, ეროვნული თავდაცის სამინისტრო შენობას საკუთრებაში გადასცემს ივეშტის ქალაქის მერიას. 1956-1966 წლებში ღვინის ტექნიკური უნივერსიტეტი იწყებს ფუნქციონირებას შენობაში. 1966 წლიდან 2006 წლამდე იგი ხდება ივეშტის მუნიციპალიტეტის ვეტერინარული კლინიკის სანიტარული გაყოფილება. ამავე პერიოდში, პარალელურად, იგი წარმოადგენდა ქალაქის ფოსტას. 

2006 წლიდან პროფესორ ფრატიტას მოთხოვნით „ჰორტენზია პაპადატ ბენგესკუს“ სახელობის სახლი მფლობელობაში გადაეცა გალათის მუნიციპალიტეტს, კერძოდ კი გალათის ისტორიის მუზეუმს.

2009 წლის 20 ივლისს, გამოფენაზე „ივეშტის პიროვნებები“, ოფიციალურად გაიხნა „ჰორტენზია პაპადატ ბენგესკუს“ სახელობის სახლი, რომელიც გალათის ისტორიული მუზეუმის ნაწილს წარმოადგენს. ოფიციალური გახსნის შემდეგ სახლში აღმოჩენილ იქნა დოკუმენტური მასალები და საგნები, რომლებიც ეკუთვნოდა სახლის მფლობელსა და ივეშტის სხვა ცნობილ პიროვნებებს.

ფოტოგალერეა