საკოლექციო სახლის (ტინკის აფთიაქი) შენობა ვენის არქიტექურული გავლენით არის შექმნილი, ფასადი შექმნილია დეკორატიული ყვავილებითა და ბუნებრივი აგურით

კონსტანტინ ტინკი დაიბადა ჯურჯუში 1857 წელს. სკოლის დასრულების შემდეგ 1876 წელს მან ჩაბარა ბუქარესტის ფრედერიჰ ბრუსის სახელობის ფარმაცევტულ ინსტიტუტში, სადაც მან მიიღო ფარმაცევტის უმაღლესი აკადემიური დიპლომი და 1886 წლიდან გაიმარჯვა ფარმაცევტთა კონკურსში და მოიპოვა უფლება ემოღვაწევა გალათში.    

1899 წლის მაისში კონსტანტინე ტინკმა გალათის მომსახურების ცენტრიდან მოიპოვა უფლება აეშენებინა შენობა, ტრაიან-კორდენუ-ჰოსპიტალის ქუჩაზე, რომლიც იფუნქციონირებდა როგორც აფთიაქი. შენობა უნდა აგებულიყო ქვით, კირით და აგურით და მას გარდა აფთიაქისა ლაბორატორიის ფუნქციაც უნდა ჰქონოდა. შენობა საუკეთესოდ იქნა დაგეგმარებული და მისმა ლაბორატორიამ 1903 და 1906 წლების სამეცნიერო გამოფენებზე ოქროს მედალიც მიიღო ჯილდოდ. მან პარიზის უნივერსალურ გამოფენაზეც მიიღო მრავალი პრიზი. საკოლექციო სახლის (ტინკის აფთიაქი) შენობა ვენის არქიტექურული გავლენით არის შექმნილი, ფასადი შექმნილია დეკორატიული ყვავილებითა და ბუნებრივი აგურით.

1994-2006 წლებში მოხდა შენობის რეკონსტრუქცია, რომელიც ქალაქ გალათის კულტურისა და რეგიონული საკითხების სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა. 2002 წელს, პროტოკოლის მიხედვით, შენობა გალათის ადგილობრივი საკრებულოს მფლობელობიდან გადაეცა გალათის ისტორიულ მუზეუმს.

ფოტოგალერეა