რუმინეთის სოფელ სუჰურლუიში (ყოფილი სოფ. ფერდინანდი) მდებაროებს სოფლის სახლი სახელწოდებით “იონ ავრამ დუნარენუ“, რომელიც გახლავთ გალათის სტორიული მუზეუმის"Paul Păltănea"-ს ნაწილი
სოფლის სახლის სახელი უშუალო კავშირშია ადგილის სულიერ და მატერიალურ მშობელთან იონ ავრამ დუნარენუსთან, რომელიც გახლდათ მოსამართლე და კულტურის დამცველი ადამიანი, უამრავი მიღწევებით ლიტერატურაში თუ ხელოვნებაში. იგი მის ოჯახთან ერთად დამოგზაურობდა რუმინეთის ირგვლის და აგროვებდა ტრადიციულ, კულტურულ, ისტორიულ თუ ხელოვნების ნიმუშებს.
1997 წელს სოფელ სუჰურლუიში მან გახსნა სამრევლო სახლი, ეთნოგრაფიული მუზეუმი „სუჰურლუს სოფლის სახლი - ეთნოკულტურული დაგეგმარება“ სადაც გამოფინა მის მიერ შეგროვებული მასალები.
10 წლის შემდეგ 2007 წელს იმისთვის, რომ ეს მასალები ყოფილიყო ეროვნული კულტურისა და მემკვიდრეობის ნაწილი, იონ ავრამ დუნარეანუმ და მისმა მეუღლემ ელიზაბეტმა სოფლის სახლი თავისი ისტორიული ნიმუშებით გადასცა გალათის ისტორიულ მუზეუმს, რომლესაც 2009 წლის 10 ოქტომბერს დაერქვა „იონ ავრამ დუნარეანუს სოფლის სახლი“.
როდესაც გადალახავთ მუზეუმის ზღურბლს ესტუმრებით თბილ გარემოს, სადაც დაგხვდებათ იონ ავრამ დუნარეანუს ნახატები. აქ თქვენ იხილავთ რუმინელი გლეხების საოცნებო საცხოვრებელ სოფლის სახლს.