მოზაიკების მუზეუმი მდებარეობს ბულგარეთის ქალაქ დევნიაში, ვარნასთან ახლოს. მუზეუმი გაშენებულია ანტიკური ხანის რომაული აგარაკის ნანგრევებზე. მუზეუმში გამოფენილია რომის იმპერიისა და ბიზანტიური ქალაქ მირკიანოპოლის მოზაიკები ისევე, როგორც სხვა არქეოლოგიური არტეფაქტები. მუზეუმი აღმოჩენილ იქნა 1976 წლის არქეოლოგიური გათხრების შედეგად, რა დროსაც აგრეთვე მიაკვლიეს ანტიოპეს სახლ-აგარაკს, რომელიც აშენებულ იქნა ქრისტეს შობიდან მე-3 ან მე-4 საუკუნეებში. მისი მთლიანი ფართობი არის 1 409 კვმ., იგი შედგება 21 ოთახისგან და განთავსებულია შიდა ეზოს (ატრიუმი) ირგვლივ, სადაც მდებარეობს ჭა.
მოზაიკის მუზეუმი მდებარეობს პატარა ზომის პარკში, კარგად შემონახულ რომაული ქუჩის გასწვრივ. მუზეუმის ირგვლივ შემორჩენილია უძველესი კედლების ნანგრევები, რომლებიც ეკუთვნის ანტიკური ხანის დროინდელ ქალაქ მარკიანოპოლისს.
მოზაიკის სამი ექსპონატი თავდაპირველ ადგილზეა გამოფენილი, თუმცა დანარჩნი ექსპონატები გადატანილ იქნა სხვა ადგილას მათი კონსერვაციისა და აღდგენის მიზნით. მთლიანობაში, მოზაიკები დაგეგმილია სპეციალური ტექნიკის გამოყენებით: ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად განლაგებული ფილები და ფილები, რომლებიც განლაგებულია ისე, რომ შექმნან კონტურები ფორმების ირგვლივ. ფილები დამზადებულია მარმარილოსგან, თიხისგან, კირქვისგან, ფერადი შუშისგან და შედგება 16 სხვადასხვა ფერისგან.
დევნიაში არსებული მოზაიკების მუზეუმი ბულგარეთის 100 ტურისტულ სანახაობაში მე-10 ადგილს იკავებს.