აღმოაჩინე ბულგარეთი - ბალკანეთის გული, გასაოცარი კომბინაცია უნიკალური ბუნებისა, რომელსაც გააჩნია შესანიშნავი ტურისტული შესაძლებლობები, რასაც ხელს უწყობს ოთხივე სეზონის რბილი კლიმატი, თბილი ზღვა აღმოსავლეთით და მთელს ქვეყანაზე გადაჭიმული მთა „სტარა პლანინა“.ბულგარეთი ცნობილია, როგორც მსოფლიოს ერთერთი უძველესი ერი, თავისი გრძელი ისტორიითა და უძველესი კულტურით - ყველაზე ადრეული ოქროს სამკაული აღმოჩენილია ბულგარეთის ქალაქ ვარნაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ძველი თრაკიული სამარხი კი აღმოჩენილია ყაზანლაკის მახლობლად, ხოლო ქალაქი პლოვდივი გახლავთ ხუთი უძველესი ქალაქიდან - ერთერთს.
ბულგარეთში არსებული იუნესკოს მემკვიდრეობის უნიკალური კულტურული ძეგლები წარმოადგენენ უმნიშვნელოვანეს სანახაობებს ქვეყნის ცოცხალი ისტორიისთვის.
ბულგარეთს შემთხვევით არ ჰქვია ვარდების ქვეყანა, ჩვენს სოფლებში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ვარდების უდიდესი და ულამაზესი ეზოები და გამოსცადოთ მსოფლიოში ცნობილი ვარდის ზეთი. სოფლის შესანიშნავი ეზოები, სავსე ყვავილებით, ხეხილით, ბოსტნებითა თუ ვენახებით გთავაზობენ გასტრონომიულ გემოებს და უმშვიდეს გარემოს დასასვენებლად.
დაუვიწყარი მოგონებები და გამოცდილება გელოდებათ აქ, ჩვენთან.
ეწვიეთ ბულგარეთს!
ამ ულამაზესი ქვეყნის საუკეთესო ტურები და ტურისტული ობიექტები