არქიტექტურული სტილი გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ აბანოები აშენდა II საუკუნის ბოლოს, III საუკუნის დასაწყისში

ქალაქი ვარნა დაარსდა ქრისტეს შობამდე VI საუკუნეში, როდესაც ბერძენმა დევნილებმა, ჩამოსახლებულებმა  მელეტუსიდან, დააფუძნეს კოლონია ვარნაში და დაარქვეს მას ოდესოსი. ქრისტეს შობიდან I საუკუნეში იგი რომის იპმპერიამ შეიერთა. ქალაქი ოდესოსი გახლდათ კოსმოპოლიტური ქალაქი, რომელშიც ცხოვრობდნენ ბერძნები, თრაკიელები და რომაელები და გემები მთელი რომაული სამყაროდან თავს იყრიდნენ მის პორტში. 

ვარნას რომაული მემკვიდრეობა მტკიცდება აღმოჩენილი არტეფაქტებითა თუ იმ პერიოდის საზოგადოების მატერიალური კულტურული კვალით. არქეოლოგიურ ძეგლებში, ერთერთი ყველაზე ღირსეული ადგილი  იმპერიული ტიპის უდიდეს რომაულ აბანოს უჭირავს, რომელიც სიდიდით მეოთხე ადგილს იკავებდა რომის იმპერიაში.

არქიტექტურული სტილი გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ აბანოები აშენდა II საუკუნის ბოლოს, III საუკუნის დასაწყისში.

შედარებით მშვიდ II საუკუნეში ოდესოსი, შავი ზღვის სანაპიროზე, რომის პროვინცია ქვემო მისიაში, მნიშვნელოვან ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა.  საუკუნის დასასრულს, მდიდარ და აყვავებულ ქალაქს, აშკარად ჰქონდა შესაძლებლოდა და რესურსი რომ აეგოთ ასეთი ტიპის აბანოები. შენობის სიდიადემ, შესანიშნავმა არქიტექტურულმა დიზაინმა და დეკორაციების სიმდიდრემ განსაზღვრა აბანოების, როგორც უძველესი არქიტექტურის შესანიშნავი ძეგლის სტატუსი. 

ფოტოგალერეა