ბულგარეთის ტაძრებს შორის იგი სიდიდით მეორეა და ვარნაში ყველაზე ვრცელი და ნათელი ადგილი აქაა

ვარნაში არსებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ქალაქის ერთერთი მნიშვნელოვანი სომბოლოა.

ბულგარეთის ტაძრებს შორის იგი სიდიდით მეორეა და ვარნაში ყველაზე ვრცელი და ნათელი ადგილი აქაა. ტაძრის ასაგებად ეს ადგილი თავად ალექსანდრ I ბატენბერგის შერჩეულია. ტაძრის სახელი კი, რუსი იმპერატრიცა მარია ალექსანდროვნას, ბულგარეთის მეცენატის და პრინცის დეიდის საპატივცემულოდ შეირჩა. 

ტაძრის მშენებლობის დროს პირველი ქვა პრინცმა ალექსანდრე I ბატენბერგმა განათავსა 1880 წელს. 1886 წელს ტაძარი, კურთხევისთანავე, ქალაქ ვარნავიხის სმბოლოდ იქცა და ამ ქალაქს ოფიციალურად მიენიჭა ზაფხულის ქალაქის წოდება.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი გადაიქცა ქალაქ ვარნას მართლმადიდებლური რელიგიის ცენტრად. ტაძარი ქალაქის დამცველის სტატუსსაც ატარებს და იგი ხშირად იყო ასახული ძველ ფოტოებსა თუ საფოსტო ბარათებზე. ქალაქში ყველაზე აღსანიშნავი ღონისძიებები, როგორებიცაა წმინდა გიორგის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმები თუ საეკლესიო დღესასწაულები იმართებოდა ტაძრის ეზოში. 

ფოტოგალერეა