შენობის სიდიადე ქალაქ ვარნას, კომერციული და საზღვაო ცენტრის, ელეგანტურობას გვახსენებს

დრამის თეატრი ყოველგვარი ეჭვის გარეშე ვარნას უნიკალური ემბლემაა. იგი გამოირჩევა სპეციფიური სულსკვეთებით, რაც რეალური ცხოვრებიდან მოდის. ოსმალებისგან გათავისუფლების შემდეგ ვარნაში ნამდვილმა თეატრალურმა ხელოვნებამ შეაღწია. პირველი თეატრალური დარბაზების შემდეგ ვარნაში 1890 წელს მუნიციპალური თეატრი „შეხვედრების დარბაზი“ აშენდა. 1912 წლის 26 მარტს მერმა ივან წეროვმა თავად დადო პირველი ქვა ამჟამინდელი შენობის  საძირკველზე. ადგილობრივი საზოგადოების მონდომებამ თანხების მოზიდვებისთვის შედეგი გამოიღო, მათ, თანხების შეგროვების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, ერთი მილიონი ლევა შეაგროვეს ერთ თვეში. 2 მილიონი ლევა, კი გაიღო ეროვნულმა თეატრმა და მუნიციპალურმა მთავრობამ, რამაც თეატრის აშენებას დაუდო საფუძველი.

1932 წლის 5 ივლისს ოფიციალურად გაიხსნა სტოიან ბაჩვაროვის სახელობის თეატრის კარი, რომელსაც სახელი მისი დირექტორის საპატივცემულოდ დაერქვა. შენობის სიდიადე ქალაქ ვარნას, კომერციული და საზღვაო ცენტრის, ელეგანტურობას გვახსენებს.

ფოტოგალერეა