კალიაკრას კონცხი ევროპაში ერთერთი ისტორიული და ულამაზესი კონცხია. იგი მდებარეობს რუმინეთის საზღვართან ახლოს, ვარნადან 60 კილომეტრის მანძილზე, სამხრეთ დუბრუჯას რეგიონში.ვერტიკალურ კლდეებიანი, ციცაბო სანაპირო ზღვის დონიდან 70 მეტრზე მდებარეობს. აქ არსებული ციხესიმაგრე წარმატებულად იყო გამოყენებული თრაკიელების, რომაელების, ბიზანტიელებისა თუ ბულგარელების მიერ. ლეგენდის თანახმად, ციხესიმაგრე იცავდა ალექსანდრე მაკედონელის მემკვიდრის ლიზიმაჰის საგანძურს. დღესდღეობით შემორჩენილია ძველი დასახლებების უამრავი ნაკვალევი, რომელიც გშეგიძლიათ იხილოთ იქვე, პატარა მუზეუმში. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ რამდენიმე ბულგარელმა გოგონამ გადაწყვიტა კონცხიდან ზღვაში გადახტომა, რათა თავი დაეღწიათ დამპყრობელი თურქების ტყვეობიდან.
1941 წლიდან კალიაკრას მიენიჭან ბუნებრივი ნაკრძალის სტატუსი. აქ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ დელფინები და ბაკლანები. ეს კონცხი გახლავთ ის უიშვიათესი ადგილი, სადაც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ უნიკალური ჯიშის ზღვის სახეობები თუ ფრინველები.