ბუნებრივი ფენომენი „აღმართული ქვები“ ასევე ცნობილი, როგორც „უდაბნოს ქვები“, რაც ბულგარულიდან ითარგმნება, როგორც „მიწაში ჩაჭედილი ქვები“, მდებარეობს ქალაქ ვარნადან სამხრეთ-დასავლეთით 20 კმ მანძილზე. იგი შედგება 7 დიდი და 7 პატარა ქვის დაჯგუფებისგან. 

„აღმართული ქვები“ გახლავთ მრავალი კირქვის საყრდენებისგან, ღრუიანი თუ მყარი ცილინდრებისა და ცალკეული კლდეებისგან შემდგარი დაჯგუფება. მათი წარმომავლობა უცნობია, თუმცა არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა. შორიდან თუ შეხედავთ ქვების წყობა მოგაგონებთ მითიური არსებების საიდუმლო როკვას. როდესაც მიუახლოვდებით, აღმოაჩენთ მიწაში მყარად ჩაჭედილ ქვის საყრდენებს. ერთ-ერთი თქმულების მიხედვით ადგილი წარმოადგენს თრაკიელების ასტროლოგიურ კომპლექსს, ხოლო მეორე ვერსიით -  იგი უძველესი კალენდარია. მეცნიერების აზრით,  ქვების დიზაინი გარემოფაქტორების მექანიკური ქმედებაა.

იშვიათი სახეობის ქვებისა და იშვიათი ფლორის გამო, ბულგარეთში მდებარე „აღმართული ქვები“, დაცულ ტერიტორიად არის აღიარებული

ფოტოგალერეა