ორესტიადა საბერძნეთის უახლესი ქალაქია. იგი 1923 წელს დაარსდა ბერძენი ლტოლვილების მიერ, რომლებიც ადრიანოპოლის მახლობლად კარა აგაჩის დასახლებაში (ამჟამად თურქეთი ტერიტორიაზე მდებარეობს) ცხოვრობდნენ,

ქალაქის ცენტრალური მოედანი, რომელიც ჰარმონიულად არის შერწყმული ქალაქის ორთოგონალურ გეგმასთან, წარმოადგენს ორესტიადას კომერციულ ცენტრს და ასრულებს მნიშვნელოვან როლს მოსახლეობის ფინანსურ თუ სოციალურ ყოფაცხოვრებაში. ეს ადგილი გახლავთ მაღალი სტანდარტების სივრცე, რომელიც ვიზიტორებს აძლევს საშუალებას მინახულონ და შეისწავლონ ქალაქის ღირშესანიშნაობები და გახადონ თავიანთი მოგზაურობა ამ ლამაზ რეგიონში უფრო სასიამოვნო. 

ორესტიადას მერია ცენტრალური მოედნის მთავარი შენობაა. იგი 1953 წელს ქალაქის მერმა ათანასიოს პანტაზიდესმა ააგო და წარმოადგენს იმჟამინდელი არქიტექტურის ტიპიურ ნიმუშს. მას უკავია 1246 კვმ ფართობი, მოპირკეთებული სახურავით და წარმოადგენს მუნიციპალური მომსახურების ცენტრალურ შენობას. შენობის ოთახები ფართო და კლასიკური სტილითაა ნაშენები და გაწყობილია მარმარილოთი და ხის ფაქტურებით. შენობის წინ დგას ბერძენი წამებული პატრიარქის კირილ VI ქანდაკება. შენობას გარს აკრავს უამრავი ხე, ბუჩქი, ვარდის ხეები, რაც ამ ადგილს ხდის უფრო მიმზიდველს.

აღსანიშნავია, რომ მოედნის დასავლეთ მხარეს განთავსებულია ფოტოვოლტური ხე, რომელიც ღამე ნათდება დღის განმავლობაში დაგროვილი მზის ენერგიით დამუხტული განათებებით.  

ფოტოგალერეა