საბერძნეთი ფლობს უნიკალურ გეოფიზიკურ და ბუნებრივ მრავალფეროვნებას. იგი ამოსის ნახევარკუნძულის სამხრეთ მწვერვალია და როგორც ყველა ნახევარკუნძული, მას გააჩნია მთიანი ინტენსიური რელიეფი, შეჭრილი სანაპიროები და უამრავი კუნძული გარშემორტყმული ეგეოსის, იონიისა თუ კრეტანის ზღვებით. მიუხედავად ურბანიზაციისა, რომელიც 1970 წლებში დაიწყო და რომელსაც მოჰყვა ფართო და უკონტროლო მშენებლობები და ბუნებრივი რესურსების განადგურება, საბერძნეთმა მოახერხა თავისი ბუნებრივი გარემოს, მდიდარი ფლორისა და ფაუნის უდიდესი ნაწილის შენარჩუნება. საბერძნეთის სუფთა, კამკამა ლურჯმა ზღვამ, მისმა სანაპიროებმა, არქეოლოგიურმა სანახაობებმა, ტრადიციულმა არქტიტექტურამ და სტუმართმოყვარეობამ, შეძლო გაეხადა ეს ქვეყანა ყველასთვის საყვარელი ტურისტული დანიშნულების ადგილი.
ბოლო ათწლეულების მანძილზე საბერძნეთში განვითარდა ზამთრის, ალტერნატიული, რელიგიური თუ გასტრონომიული ტურიზმი და ამ მრავალფეროვანმა კულტურულმა ტურიზმმა საბერძნეთი აქცია წელიწადის ოთხივე სეზონზე ტურისტულად მიმზიდველ მხარედ.
საბერძნეთის მუნიციპალური თუ რეგიონული ხელისუფლებისთვის უმთავრეს პრიორიტეტად არის ქცეული მდგრადი ტურისტული განვითარება, ისე, რომ ყველა ბუნერბივი რესურსი იყოს დაცული შთამომავლობითვის.
ამ ულამაზესი ქვეყნის საუკეთესო ტურები და ტურისტული ობიექტები