ქალაქ ორესტიადას გააჩნია თავისი ურბანული მწვანე სივრცე, ე.წ. ორესტიადას ფიჭვის ხეობა, რომელიც შედგება ადრიანუპოლისა და კარაგატების ჭალებისგან. იგი მდებარეობს რკინიგზის სადგურსა და ორესტიადას კომპლექსს შორის. ეს ხელოვნური ჭალა, რომელიც მდებარეობს გარეუბანში, შექმნილია ახალი ორესტიადას მწვანე სივრცეების საჭიროებისთვის. აქ არსებული ხეები გახლავთ ფიჭვის სახეობები(Pinus brutia), რომლებიც დარგეს 1926 წლიდან 1928 წლის პერიოდში.
ადრიანუპოლის ჭალის გულში არსებული გამაჯანსაღებელი მუნიციპალური დარბაზი ერთერთი საუკეთესო სანახაობაა. იგი იდეალური ადგილია თქვენი დასვენებისა და გაჯანსაღებისთვის, სადაც გეძლევათ საშუალება დააგემოვნოთ ადგილობრივი სამზარეულო. შენობის გვერდით მდებარეობს ეზო „ალკიონი“, რომელიც აღჭურვილია ჭკვიანი და კრეატიული ინსტალაციებით, რომლებიც გააბედნიერებენ თქვენს ბავშვებს.
გამაჯანსაღებელი ცენრტის ირგვლივ, ყოველ გაზაფხულსა და ზაფხულს, უამრავი ღონისძიება ტარდება. უნიკალური „ყვავილების შოუ“, რომელიც მაისის განმავლობაში მიმდინარეობს, ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც იზიდავს უამრავ მნახველს, მწვანე სივრცისა და ყვავილების პროფესიონალებს თუ მოყვარულებს. თქვენი გასეირნება ამ ულამაზეს და არომატულ ჭალაში დაუვიწყარი მოგონება გახდება, თქვენ აქვე გექნებათ შესაძლებლობა შეიძინოთ მცენარეები, ყვავილები და მათი მოვლის საშუალებები.
გახსოვდეთ, არ დაგავიწყდეთ ღია ცის ქვეშ მდებარე თეატრის მონახულება, რომელიც იტევს 1000-მდე ადამიანს და სადაც იმართება უამრავი წარმოდგენა, კონცერტი თუ სპექტაკლი.