მდინარე არდას სანაპიროზე განთავსებული გამაჯანსაღებელი მუნიციპალური დარბაზი, მნახველებს საშუალებას აძლევს დაისვენონ და გაერთონ.
გამაჯანსაღებელი დარბაზი გახლავთ ელეგანტური შენობა, რომელიც აგებულია 233 კვმ. ფართობზე 1994 წელს. მისი მონახულება წელიწადის ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი იმისთვის, რომ დატკბეთ ადგილობრივი სამზარეულოთი თუ უნიკალური სილამაზის მქონე ხედებით.
ბუნების მოყვარულებს შეუძლიათ იხეტიალონ ტყეში, რომელიც მდინარე არდას გასწვრივაა გაშენებული. ამ მნიშვნელოვანი ეკოსისტემის ფლორა და ფაუნა შედგება ისეთი მცენარეებისგანროგორებიცაა: ფართოფოთლებიანი მუხა(Qercus frenetto), სალბისფოთლოვანი მუხა(Qercus cerris), ფერფლის ხე(Fraxinus ornus), კედარი(Juniperus oxycedrus), ველური ვარდი(Rosa sp), შინდი (Cornus mas, C. sanguinea), რცხილა(Carpinus orientalis), ძეძვი(Paliurus spina-christi),ალვის ხე (Populus alba, P.tremula), ჭადარი(platanus orientalis), ტირიფი (Salix alba), მურყანი(Alnus glutinosa) და სხვ., ჩიტები: პატარა ოყარი(Egretta garzetta), რუხი ყანჩა(Ardea cinerea), ჩვეულებრივი ღამის ყანჩა(Nycticorax nycticorax), სირიული კოდალა(Dendrocopus syriacus), ქორცქვიტა(Accipiter brevipes), მცირე ჩვამა(Phalacrocorax pygmeus), შავშუბლა ღაჟო(Lanius minor), ველური იხვი(Anas platyrhynchos), იშხვარი(Ciconianigra), და სხვ. წყლის ბინადარნი:ქაშაპი(Leuciscus-cephalus), წერი(Esox lucius), ლოქო(Silurus glanis), ჩვეულებრივი ფარგა (Lucioperca-lucioperca), კობრი(Cyprinus carpio), ქორჭილა(Perca fluviatilis), ფარფლწითელა(Scardinius erythrophthalmus), ხმელთაშუა და სამხრეთის ზღვის ჭანარი(Barbus meridionalis), და სხვ.
ამ ადგილებში წყალი დომინანტი ელემენტია და ამიტომ იგი იდეალურია ნუნებრივი თუ ათლეტური ვარჯიშებისთვის. მთელი რეგიონი„Νatura 2000 „ ქსელის ნაწილია.
გამაჯანსაღებელი დარბაზის ტერიტორიაზე, 150 ჰექტარზე გაშენებულ მწვანე ფართობში, ივლისის ბოლო კვირას იკრიბება მთელი ქვეყნის ახალგაზრდობა და ტარდება ქვეყნის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი. კონცერტების გარდა, ტერიტორიაზე ტარდება სხვა სახის ღონისძიებებიც, როგორებიცაა ეკრანიზაციები, პრეზენტაციები, გამოფენები და სპორტული შეჯიბრებები. ყველა ასაკის „ახალგაზრდობა“ თავს იყრის აქ „კულტურის მდინარეზე” და აწყობს კემპინგებს თუ სხვა საინტერესო ღონისძიებებს.