ორესტიადას ჩრდილო-დასავლეთით 34-ე კილომეტრზე გეფენილია ულამაზესი გზა, რომლითაც შეგიძლიათ იმოგზაუროთ სოფელ კიპრინოსში. რეგიონის უნიკალური ბუნების სილამაზე, კულტურული რიტუალები თუ წეს-ჩვეულებები და ადგილობრივი ტრადიციები გთავაზობთ ალტერნატიული ტურიზმის დიდ პოტენციალს, რომელიც ფოკუსირდება ეკო-ტურიზმზე, კულტურულ ტურიზმსა და საგანმანათლებლო ტურიზმზე. 

კიპრინოსის მუნიციპალიტეტში ვიზიტისას აუცილებლად უნდა ეწვიოთ მის ბიბლიოთეკას, რომელშიც ინახება 22 000 წიგნი. ბიბლიოთეკა მდებარეობს ძველი დაწყებითი სკოლის შენობაში, რომელიც სოფლის ერთერთი უპირველესი შენობა გახლდათ. თავდაპირველად, 1931 წლამდე, ბიბლიოთეკა სხვა მხარეს მდებარეობდა, თუმცა მდინარე არდას ადიდების შედეგად გამოწვეული გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ იგი ამ შენობაში გადმოიტანეს. შენობა წარმოადგენს არქეოლოგიური და მორფოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვან ძეგლს. იგი წარმოადგენს ორსართულიან ნაგებობას, რომელიც გახლავთ ქვით ნაშენები, მართკუთხა გეგმარებით და სხვა საინტერესო დეტალებით ჰარმონიზებული.

ბიბლიოთეკის მიმდებარედ ხშირად ეწყობა სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც მიზანმიმართულია კულტურული რიტუალებისა და წესჩვეულებების პოპულარიზაციაზე. თუ თქვენ გაგიმართლებთ და მოინახულთ ამ ადგილებს გელოდებათ ისიამოვნოთ დაუვიწყარი ადგილობრივი სტუმართმოყვარეობის უნიკალურობით.  

ფოტოგალერეა