ორესტიადას ჩრდილო-დასავლეთით 37-ე კილომეტრზე გადაჭიმულია ულამაზესი გზა, რომლსაც მიჰყავხართ სოფელ კომარაში. გზად გადააწყდებით უამრავ სოფლის ეზოს სავსეს სასოფლო-სამეურნეო ფერმებით, ხეებითა თუ ბოსტნებით, აქვე შეხვდებით თვალუწვდენელ ვენახებს. აი, ეს ყველაფერი იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას განვითარდეს ამ რეგიონში კულინარიული თუ დასასვენებელი ტურიზმი. აქ, თქვენ გეძლევათ საშუალება დააგემოვნოთ ადგილობრივი სამზარეულო და დატკბეთ ულამაზესი ხედებით!

კომარას ხიდის მუნიციპალური გამაჯანსაღებელი დარბაზი გარემოცულია ლამაზი ბუნებით და გთავაზობთ დაუვიწყარ გასტრონომიულ გემოებსა თუ, ბუნებაში მოგზაურთა მოყვარულებს, უნიკალურ გამოცდილებას. შენობა მდებარეობს მდინარე არდას ჩრდილო-დასავლეთით(მდინარე ევროსის შენაკადი) სოფელ კომარასა და კიპრინოსის დამაკავშირებელ ხიდთან ახლოს. იგი ქვით ნაგები შენობაა გაშენებული 433 კვმ ფართობზე, რომელიც ააშენეს 1950 წელს. ათწლეულების განმავლობაში დარბაზი გამოყენებული იყო როგორც სამხედრო სადგური.

ვიზიტორებს შეუძლიათ ფეხით დალაშქრონ 334 მეტრი სიგრძის მდინარის სანაპირო. აღსანიშნავია, რომ 1912-1931 წლებში აქ იყო ხის ხიდი, რომელიც სრულაიდ განადგურდა წყალდიდობის დროს. ამის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში სოფლებს კომარასა და კიპრინოს ერთმანეთთან კომუნიკაცია ჰქონდათ მხოლოდ ნავების საშუალებით ან, თუ მდინარის წყალი დაბალი იყო, სოფლელები მდინარეზე ფეხით გადადიოდნენ. ახალი ხიდი 1963 წელს აშენდა. საბერძნეთის მხარეს, მდინარე არდას სიგრძე შეადგენს 49 კმ-ს და ეს ტერიტორია განისაზღვრა  „ნატურა-2000“-ის კუთვნილ ტერიტორიად.

გარდა ამისა, ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ დატკბნენ ბერძნული ველური ბუნებუთ, რომელიც გადაშლილია გამაჯანსაღებელი დარბაზის ახლოს 7 038 ჰექტარ ფართობზე. ბუნების მყვარულებს აქ გელოდებათ დაუვიწყარი თავგადასავლები.

ფოტოგალერეა