პეტროტას ულამაზესი პეიზაჟები შეუდარებელია. მისი სახელწოდება მომდინარეობს უამრავი ვულკანური წარმოშობის ქვისგან, რომლებიც არსებობენ ამ ტერიტორიაზე დიდი ხნის განმავლობაში. მნახველებს აქ შესაძლებლობა ეძლევათ მოინახულონ ქვის ტრადიციული სახლები, “ლიტოქსოს“ ქანდაკება, „მარადიული მუხა“, ტრადიციული წისქვილი, საკონფერენციო ცენტრი და ქვის საგამოფენო დარბაზი.

ქვის საგამოფენო დარბაზი მდებარეობს უახლესი დროიდან შემონახულ ტრადიციულ შენობაში, რომელიც წარმოადგენდა სოფლის წისქვილს, ერთერთი პრეინდუსტრიული შენობა, რომლის მშენებლობაც დაიწყო XX საუკუნის დასაწყისში.აქ გამოფენილია ქვები, გაქვავებული ტყეები, მარჯნები და კრისტალები. მნახველებს შესაძლებლობა ეძლევათ დაათვალიერონ სხვადასხვა რეგიონის ქვები, რომლებიც კლასიფიცირდება 6 კოლექციად.

პეტროტაში ვულკანური და ქვაქვიშის ქვების მოპოვება დაიწყო ანტიკური ხანიდან და გაგრძელდა XX საუკუნის შუამდე. მოპოვებული ქვები გამოიყენებოდა არა მხოლოდ სამშენებლო მასალად, არამედ მისგან ამზადებდნენ სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთებს (ვარცლები ცხოველებისთვის, ჭაბურღილები, ქვასანაყი, ხელის წისქვილი და სხვ.).

უფრო მეტიც, ეს ქვები გამოიყენებოდა ისეთი მნიშვნელოვანი მშენებლობებისთვის როგორებიცაა თრაკიული გუმბათოვანი სამარხი და ბიზანტიური სასახლე მეზეკში (ძვ.წ IV საუკუნე და ჩვ.წ XI საუკუნე, ბულგარეთი), პოსტბიზაუნტიური სასახლე პეტროატაში (ჩვ.წ XVI საუკუნე), მუსტაფა პაშას ხიდი სვილენგრადში (ჩვ.წ 528-1529), სოფელ პენტალოფოს ეკლესია (ჩვ.წ 1858), სოფელ ტერაპიოს ეკლესია ( ჩვ.წ 1895) და სხვ.

აუცილებლად უნდა ეწვიოთ ცნობილი ქვების ბილიკებს, რომლებსაც ეძახიან „კასტრინი სტრატა“-ს. ეს დაუვიწყარი გასეირნება ამ ბილიკბზე გამოგზაურებთ სამი ქვეყნის ისტორიაში. თქვენ აქ აღმოაჩენთ „პეტროატა-მაზეკ-სვილენგრადისა“ და „პეტროატა-ორმენია-დიკაია-მარასია-კარაგატს-ადრიანოპულის“ ბილიკებს და შეიგრძნობთ სხვადასხვა რეგიონის გულისცემას.

ფოტოგალერეა