დიორამა, ოლეკსანდრე სუვოროვის მუზეუმის ფილიალი, რომელიც გაიხსნა 1973 წლის 9 მაისს XVI  საუკუნით დათარიღებული ყოფილი მეჩეთის შენობაში.

პატარა მეჩეთი წარმოადგენს იზმაილის უძველესი არქიტექტურის ნიმუშს (XVIსაუკუნე), რომელიც გახლავთ უკრაინაში შუასაუკუნეების ოსმალეთის არქიტექტურის ერთერთი კლასიკური ნიმუში.მეჩეთი მდებარეობს იზმაილის თურქული ციხესიმაგრის ტერიტორიაზე, რომელიც 1790 წელს აიღო რუსეთისა და შავი ზღვის კაზაკების არმიამ, რომელსაც სარდლობდა ოლეკსეი სუვოროვი. ეს ერთადერთი შენობაა, რომელიც გადარჩა თურქული ციხესიმაგრისგან.  

მუზეუმი დიორამით „იზმაილის ციხესიმაგრეზე თავდასხმა“, რომელიც შექმნა მოსკოვის სამხედრო სტუდიის მხატვარმა ე.  დანილევსკიმ და ვ. სიბრისკიმ, გაიხსნა მეჩეთში. დიორამა გახლავთ ბაფთის ფორმის, ნახევრადწრიული ისტორიული სურათი, რომელსაც არ აქვს ჩარჩო და მნახველს უქმნის ბრძოლაში ყოფნის ეფექტს. უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის ნახატში გაერთიანებულია სამგანზომილებიანი საგნები. 20X8 მეტრიანი ტილო იქმნებოდა ორი წლის განმავლობაში. იგი ასახავს ციხესიმაგრის შტურმის გადამწყვეტ მომენტს. 

დიორამას მახლობლად მდებარე  სანაპირო  იზმაილის მოქალაქეებისთვის საყვარელი მოსასვენებელი ადგილი გახლავთ. იგი აშენდა 2013-2016 წლებში ქალაქის ხელისუფლების მოთხოვნით. მას აქვს ევროპული იერსახე და ვრცელდება მონასტრის კარიბჭიდან დიორამას ციხესიმაგრემდე. 

ფოტოგალერეა