უკრაინა

მეგობრული უკრაინა გთავაზობთ დასვენებას ყველანაირი გემოვნებისთვის - დაწყებული ფეშენებელური ტურიზმიდან დამთავრებული ხელმისაწვდომი ტურიზმით.

მეგობრული უკრაინა გთავაზობთ დასვენებას ყველანაირი გემოვნებისთვის - დაწყებული ფეშენებელური ტურიზმიდან დამთავრებული ხელმისაწვდომი ტურიზმით. ისტორიული ღირშესანიშნაობების სიმრავლე, მრავალფეროვანი ბუნება, კომფორტული კლიმატი, თბილი ზღვა და ენის ბარიერის არარსებობა ყოველწლიურად იზიდავს უამრავ ტურისტს. უკრაინის სტუმართმოყვარეობა მოიცავს აქტიურ სარეკრეაციო და სპორტულ ტურიზმს (მაგ. ალპური სამთო-სათხილამურო ტურიზმი) და საგანმანათლებო ტურიზმს, რომელიც დაფუძნებულია ქვეყნის მდიდარი არქეოლოგიური და რელიგიის ისტორიის ტურიზმზე. ქვეყანა მდიდარია სამედიცინო-გამაჯანსაღებელი კურორტებით.

ოდესის რეგიონი წარმოადგენს უკრაინის „მარგალიტს“. ულამაზესი ოდესა არა მხოლოდ ზღვის სანაპიროზე დასვენებას გთავაზობთ, არამედ აქ უამრავი სხვა გასართობების ხილვა შეგიძლიათ. ოდესა უკრაინის ერთერთი ყველაზე მდიდარი რეგიონია თავისი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძგლების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით. 

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ოდესის სამხრეთ რეგიონს, სამხრეთ ბესარაბიას, რომლის ცენტრსაც  ქალაქი იზმაილი წარმოადგენს. მრავალეთნიკური რეგიონი, სადაც თავმოყრილნი არიან უკრაინელები, მოლდოველები, ბულგარელები თუ რუსები. თუ თქვენ დაისვენებთ იზმაილში თქვენ შესაძლებლობა გექნებათ დაგეგმოთ დაუვიწყარი მოგზაურობები უკრაინის „ვენეციაში“ ვილკოვოში თუ კილიაში, რომლებიც უკრაინის უძველეს ქალაქებს წარმოადგენენ.

ბესარაბიაში ყოფნისას აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ადგილობრივი ღვინო და სამზარეულო, ვინადან თქვენ შესაძლებლობა გექნებათ შეიგრძნოთ მრავალეროვნული გემოების თამაში.  

აღმოაჩინეთ უკრაინა და შეიყვარეთ მისი სილამაზე ერთხელ და სამუდამოდ!