იზმაილის სიმბოლო - დიდი მეთაურის სუვოროვის ქანდაკება

ცხენზე ამხედრებული ცნობილი უკრაინელი მეთაურის სუვოროვის ქანდაკება აღმართულია იზმაილის ცენტრში. სუვოროვი 1790 წლებში ხელმძღვანელობდა იზმაილის ციხესიმაგრის თურქებისგან განთავისუფლებას. ქანდაკება შეიქმნა 1913 წელს ოდესელი მოქანდაკის ედუარდსის მიერ.

იზმაილის სიმბოლო - დიდი მეთაურის სუვოროვის ქანდაკება - თავდაპირველად აღმართული იყო ამჟამინდელი ადგილსამყოფლიდან 200 კმ მოშორობით. იგი ჩამოსხმული იყო თურქული ქვემეხების მასალისგან და განთავსებულ იქნა რუმინული სოფელ დუმბრავენის გორაზე, ადგილზე, სადაც 1789 წელს სუვოროვი შეხვდა რიმნიკის ბრძოლის შემდეგ გამარჯვებულ ჯარისკაცებს.

პირველი მსოფლიო ომის შედგომ, ქანდაკება დაშალეს და გადაიტანეს ოდესაში. დიდი ხნის განმავლობაში იგი იდგა ოდესაში მოქანდაკის სახელოსნოში. ერთერთი თქმულების თანახმად ომის პერიოდში ქანდაკება რიმნიკიდან უგზოუკვლოდ გაქრა და მისი ასლი, რომელიც მოქანდაკემ სპეციალურად დაამზადა ქალაქ იზმაილისთვის,  ინახებოდა ედუარდსის სახელოსნოში. მხოლოდ 1945 წელს მოხერხდა ქანდაკების ტრანსპორტირება იზმაილში და იქნა დამონტაჟებული ადგილზე, სადაც დღემდე მდებარეობს. მისი ასლი კი ვინიცას რეგიონში ქალაქ ტულჩინში დაამონტაჟეს. 

ქანდაკება ასახავს მეთაური სუვოროვის ჯართან შეხვედრის მომენტს. სუვოროვი ამბობს: „არ არსებობდა უფრო ძლიერი ციხესიმაგრე, არ არსებობდა უფრო ძლიერი დაცვა, ვიდრე იზმაილის ციხესიმაგრის დაცვა წარმოადგენდა, თუმცა იგი მაინც იქნა აღებული ჩემს მიერ!“ 

ფოტოგალერეა