მუზეუმი მდებარეობს ქალაქ იზმაილის ცენტრში ძველ, ორსართულიან შენობაში, რომელიც ეკუთვნოდა იზმაილის მერს, პირველი გილდიის ვაჭარს ფ.პ. ტულჩიანოვს. მუზეუმი დაფუძნდა 1990 წელს. საგამოფენო ტერიტორია შეადგენს 800 კვმ-ს. პირველ სართულზე განლაგებულია ფოიე და ხუთი დარბაზი, ხოლო მეორე სართულზე სამი დარბაზი და გალერეა.შენობაში გახლავთ XIXსაუკუნის ბალკანური სტილის ორსართულიანი ხის გალერეა და კუთხის კოშკი ეზოში, რომელიც მუზეუმის საცავს წარმოადგენს.
მუზეუმის შენობა აშენებულ იქნა ვაჭარი ტულჩიანოვის ოჯახისთვის. XX საუკუნის ყველაზე მსხვილი ბასარაბიას მიწისმფლობელი თეოდორ ტულჩიანოვი გახლდათ ქალაქ იზმაილის მერი 1912 წელს და იგი ატარებდა იზმაილის საპატიო მოქალაქის ტიტულს.
ტულჩიანოვის სახლი მოწმეა უამრავი ღონისძიებებისა, რომლებიც იმართებოდა ქალაქსა თუ რეგიონში. პირველი მსოფლიო ომის დროს, სახლის პირველ ნაწილში განთავსებული იყო დუნაის თავდაცვის შტაბბინა. რუმინელების მმართველობის პერიოდში (1918-1940) აქ იყო ქალაქის სასამართლო, რომელიც შემდგომ პროფესიულ სასწავლებლად გადაკეთდა.
მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, 1941 წლის ივნისში, შენობაში განთავსდა 51-ე პერეკოვსკას დივიზიის შტაბბინა, ხოლო სახლის სარდაფში მდებარეობდა ქალაქის თავდაცვის შტაბბინა. 1944 წელს შენობა სამხედრო საავადმყოფოდ გადაკეთდა, ხოლო 1946-1986 წლებში იგი ა.პ. გაიდარის სახელობის პიონერთა სასახლე გახლდათ. 1994 წლიდან მოყოლებული დღემდე შენობა წარმოადგენს დუნაის ადგილობრივ ისტორიულ მუზეუმს.
მუზეუმში განთავსებულია 31 800 საგამოფენო ექსპონატი, რომელიც ასახავს იზმაილის რეგიონის სხვადასხვა პერიოდს.