წმინდა პოკროვსკის კათედრალი აღმართულია იზმაილის ცენტრში და წარმოადგენს ქალაქის მთავარ ტაძარს. იგი არქიტექტურის ბრწყინვალე ძეგლია აგებული კლასიციზმის სტილში.
ტაძარი აგებულია მრევლისა და მოვაჭრეების შემოწირულობებით. გრაფი მიხეილ ვორონცოვი, რუსეთი იმპერატორი ალექსანდრე I და ნიკოლოზ I პირადად მონაწილეობდნენ მშენებლობის დაფინანსებაში. არქიტექტურული პროექტის ავტორი გახლდათ არქიტექტურის პროფესორი, გვიანი კლასიციზმის წარმომადგენელი, აკადემიკოსი, საიმპერატორი სამხატვრო აკადემიის რექტორი აბრაამ მელნიკოვი.
ტაძარი მოხატულია არტ ნუვოს სტილში მხატვარი პისკარევის მიერ. ინტერიერში დომინირებს ორნამენტები და ლურჯი ფერი. ზარები დამზადებულია თურქული იარაღიდან, ყველაზე დიდი ზარი იწონის 700 ფუნტს. ტაძრის მთავარი ფასეულობა გახლავთ გოლგოთა,რომლის ჯვარზეც გამოსახულია მოოქროვილი ვერცხლის ჯვარი სალოცავით. სამლოცველოში დამონტაჟებულია საბრძოლო საათი, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს. ანჯელო დე ვეკიმ შეიმუშავა კოლონადა და საკურთხეველი, რომელიც კლასიციზმის სტილშია აგებული.
კათედრალში დაბრძანებულია ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი „მხსნელი“ (რომელიც ჩამობრძანებულია ათონის მთიდან), აგრეთვე ღვთისმშობლისა და წმინდამოწამე პანტელეიმონის ხატები.