ქალაქ იზმაილში აღმართულია სერგეი ტუჩკოვის - ქალაქის დამფუძნებლის, ერთერთი ყველაზე ახლაგაზრდა და ქალაქსითვის ფასდაუდებელი  ძეგლი. ტუჩკოვი გახლდათ 1812 წლის სამამულო ომის გმირი. 

1812 წლის სამამულო ომის შემდეგ ტუჩკოვი დაინიშნა ციხესიმაგრეების მეთაურად და იმყოფებოდა იზმაილის ციხესიმაგრეში. იგი ქალაქ იზმაილის პირველი მერი გახლდათ. 42 წლის ასაკში იგი ბესარაბიას რეგიონში არსებული ყველა ციხესიმაგრის მეთაური გახლდათ. ქალაქ ტიჩკოვოს მართხკუთხა გეგმარების იდეა სწორედ სერგეი ტუჩკოვს ეკუთვნის და თვითონვე შეუდგა ამ იდეის განხორციელებას. შედეგად, 1838 წელს ტუჩკოვოში არსებობდა 51 ქუჩა, 4 მოედანი და 1898 წელს მისი მოსახლეობა შეადგენდა 22 295 მოსახლეს. 19-ე საუკუნის შუა პერიოდში ქალაქი ტუჩკოვო შეუერთდა ქალაქ იზმაილს. 

სერგეი ტუჩკოვის ქანდაკების ავტორი გახლავთ იზამილის სკულპტორი, საბჭოთაკავშირის მხატვართა გაერთიანების წევრი - მიხაილ ნედოპაკო. თავდაპირველად ოსტატმა ქანდაკება შექმნა თაბაშირისგან და ვინაიდან ტანის ნაწილები არც ისე პროპორციული გამოვიდა მას მოუხდა სპეციელისტის დახმარება ოდესიდან. მათ შეასწორეს ხარვეზები და შექმნეს ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც დღეს ქალაქ იზმაილის საგანძურს წარმოადგენს. 

ფოტოგალერეა