მუზეუმი მდებარეობს იზმაილის ცენტრალურ ნაწილში, XIX საუკუნის კლასიკური სტილის პატარა, ერთსართულიან შენობაში. მისი პირველი ბინადარნი 1899 წელს გახლდათ იბრაჰიმების ოჯახი, რომლის ოჯახის უფრისი ივან იაკიმოვიჩი მართავდა ქალაქს 1909-1911 წლებში. XX საუკუნის შუა პერიოდში შენობა წარმოადგენდა რუმინული ეროვნული ბანკის ფილილს, ხოლო მოგვიანებით საბჭოთაკავშირის სახელმწიფო ბანკს.
მუზეუმი გაიხსნა 1947 წლის 7 ნოემბერს. უკრაინისა და რუსეთის მთავარმა მუზეუმებმა ბევრი ფასეული ექსპონატი უსაჩუქრა მუზეუმს.
ექსპონატების სიმდიდრის თვალსაზრისით მუზეუმს ოდესის რეგიონსა და სხვა უკრაინულ მუზეუმებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. უნიკალური კოლექცია მოიცავს 35 000-ზე მეტ ექსპონატს, რომელიც ძრითადად წარმოადგენს სამხედრო-ისტორიულ ნიმუშებს, როგორებიცაა XVII-XXI საუკუნეების დასავლეთ ევროპის, რუსეთის, საბჭოთა თუ უკრაინული სამხედროების უნიფორმებისა და აღჭურვილობის კოლექციები. კოლექციის ნაწილი მუზეუმს იზმაილის სასაზღვრო რაზმის ჯარისკაცებმა - ATO-ს წევრებმა გადასცეს.
მუზეუმის კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დასავლეთ ევროპის, რუსეთის თუ საბჭოთა წარმოშობის ცივი ფოლადისა და ცეცხლსასროლი იარაღების ნიმუშებს. ეს ნიმუშები მოიცავენ XIV-XXI საუკუნეებს.
კოლექციის ნაწილი აგრეთვე შედგება 1790 წელს იზმაილის ციხესიმაგრის შტურმის პერიოდისგან - აქ შემონახულია XVIII-XIX საუკუნეების თურქეთისა და რუსეთის არმიის დროშები, თურქული მონეტების საგანძური, ბომბები და იზმაილის ციხესიმაგრეში აღმოჩენილი თურქული ჭურჭელი. მუზეუმში აგრეთვე ინახება საბრძოლო ნახატები, გრაფიკები, სკულპტურები, სამხედრო ისტორიის იშვიათი წიგნები ისევე, როგორც არქეოლოგიური, ნუმიზმატიკული, ეთნოგრაფიული და რელიგიური დოკუმენტური მასალები.
მუზეუმის ექსპოზიცია ეძღვნება ალექსანდრე სუვოროვის (1729-1800) ცხოვრებასა და მოღვაწეობას, რომელიც მონაწილეობდა XVIII საუკუნის ბოლო ათწლეულის რუსეთ-თურქეთის ომებში. ექსპოზიციაში მათავარი აქცენტები კეთდება სუვოროვის მიერ უკრაინის მიწების თურქებისგან განთავისუფლებაზე. ალექსანდრე სუვოროვის მუზეუმი და დიორამა ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილია იზმაილში.